დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელებზე განთავსებულ ტაბლოებზე მიკროავტობუსების მოსვლის დროც გამოისახება.
აღნიშნული სიახლე თბილისის ვიცემერმა, ირაკლი ხმალაძემ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში დააანონსა.
„ახლა ვამუშავებთ სქემას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე განთავსდეს ინფორმაცია, რა ნომერი ახალი მიკროავტობუსი რამდენ წუთში და რა მიმართულებით გადაადგილდება”, – განაცხადა ხმალაძემ.
მისივე თქმით, 2021 წლის ბოლომდე ძველი მიკროავტობუსები ახალი, ლურჯი მიკროავტობუსებით მთლიანად ჩანაცვლდება.