გურამ მაჭარაშვილი: ხელისუფლების მიზანია, შეთანხმება სამართლიანობის პრინციპებს ეფუძნებოდეს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკურ ძალებს შორის მოლაპარაკების შეთანხმებით დასრულება აუცილებელია.

მისივე თქმით, ხელისუფლების მიზანია, შეთანხმება სამართლიანობის პრინციპებს ეფუძნებოდეს.

„შეთანხმება აუცილებელია, ეს სჭირდება საქართველოს, სახელმწიფოს. ვინარჩუნებთ შეთანხმების პირობებს, რომ დეტალებზე არ ვილაპარაკოთ, განსხვავებით ოპონენტებისგან, რომლებსაც პარტნიორები და საზოგადოება ხედავენ, შეთანხმებას როგორ იცავენ. ჩვენი მხრიდან ძალიან ბევრი პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგა და საარჩევნო რეფორმაა მომზადებული. ასევე, არის ის წინადადებები, რომლებიც ეფუძნება სამართლიანობის პრინციპებს. შეუძლებლად მიმაჩნია, ოპონენტებმა უარი განაცხადონ ასეთ წინადადებაზე. ვამჩნევთ, რომ ფასილიტატორებსა და მედიატორებს იმის მიმღებლობა აქვთ, რაც გააჩნია „ქართულ ოცნებას”. ჩვენი მიზანია, შეთანხმება შედგეს სამართლიანობის პრინციპზე“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები