კრისტიან დანიელსონი თბილისში რჩება – “იმისთვის, რომ პროცესი კიდევ უფრო წინ წავიდეს, ხვალაც დავრჩები თბილისში”
“ძალიან ნაყოფიერად ვიმუშავეთ. გადავწყვიტე, იმისთვის, რომ პროცესი კიდევ უფრო წინ წავიდეს, ხვალაც დავრჩები თბილისში”, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მუშაობა კვლავ გაგრძელდება.
“ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას. პროცესში ჩართულია ყველა მხარე. მათზეა დამოკიდებული, რომ მივიდნენ შეთანხმებამდე”, – აღნიშნა დანიელსონმა.
ჟურნალისტის კითხვის პასუხად, საქართველოს პრემიერმინისტრის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ კვლავ დარჩება თუ არა მედიატორად და დარჩება თუ არა საქართველოში, დანიელსონმა უპასუხა, რომ მიმდინარე პროცესი რთულია და დროა საჭირო.
მან იმედი გამოთქვა, რომ პარტიები უფრო მეტად დაახლოვდებიან და გამოაცხადებს, რომ გარკვეულ შედეგამდე მივიდნენ.