„იმედმა”, „მაესტრომ” და GDS-მა მაუწყებლობა განაახლა

სერვერებზე შექნილი ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია და ტელეკომპანია „იმედმა” და „იმედის” ჰოლდინგში შემავალმა „მაესტრომ” და GDS-მა მაუწყებლობა განაახლა. ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, სერვერების მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ტექნიკური სამსახური შეფერხების გამომწვევი მიზეზების დადგენას ცდილობს.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „იმედის” და „იმედის” ჰოლდინგში შემავალი „მაესტროსა” და GDS-ის მაუწყებლობა დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში შეწყვეტილი იყო. ამ პერიოდში შეფერხებით მუშაობდა ვებ-გვერდი imedinews.ge.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები