ფოტოები, რომლებიც შესაძლოა, არასდროს გინახავთ – ჰიტლერის პირადი ფოტოგრაფის კოლექცია
ეს ფერადი ფოტოები გადაღებულია ადოლფ ჰიტლერის პირადი ფოტოგრაფის, ჰუგო იეგერის მიერ. ის ნაცისტ ლიდერთან მის მმართველობამდე და მეორე მსოფლიო ომის დროსაც მოგზაურობდა. იეგერი ერთ-ერთი პირველია, ვინც ფერადი ფოტოების გადაღება დაიწყო.
1945 წელს, როდესაც ომი უკვე დასასრულს უახლოვდებოდა, ჰუგომ თავისი ფოტოები ტყავის ჩემოდანში გადამალა. ამერიკელი ჯარისკაცების ჩხრეკისას მას ეშინოდა, რომ ეპოვათ მთელ მსოფლიოში ყველაზე საძულვევლი კაცის ფოტოები, რომლებიც მან გადაიღო. მიუხედავად ყველაფრისა, როდესაც ჯარისკაცებმა ჩანთა გახსნეს, მათი ყურადღება კონიაკის ბოთლმა მიიპყრო.
მოგვიანებით იეგერმა ფოტოები შუშის 12 ქილაში მოათავსა და მიუნხენთან ახლოს ჩაფლა. 1955 წელს ფოტოგრაფი იმ ადგილას დაბრუნდა, ამოთხარა ფოტოები და ბანკში შეინახა. 1965 წელს იეგერმა ისინი ჟურნალ LIFE-ს მიჰყიდა. ეს კადრები მართლაც უნიკალურია, აქ მთელი ისტორიული ეპოქა ფერადად არის შენახული.