თავდაცვის მინისტრმა გერმანიის ელჩთან შეხვედრა გამართა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს, ჰუბერტ კნირშსა და თავდაცვის ატაშეს, ვიცეპოლკოვნიკ ლარს უკერვიცს უმასპინძლა.
ჯუანშერ ბურჭულაძემ გერმანულ მხარეს გაწეული პრაქტიკული და ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება და უფრო გაღრმავდება. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში, სხვადასხვა ინიციატივის ფარგლებში, გერმანიის უდიდეს წვლილს, ასევე, საქართველოში სამხედრო მედიცინის შესაძლებლობების განვითარებას, როგორც განახლებული არსებითი პაკეტის (Refreshed SNGP) ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინიციატივას, რომელსაც გერმანია ხელმძღვანელობს. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესზე ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართველი და გერმანელი სამხედროების ერთობლივ მონაწილეობასა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზეც იმსჯელეს.