POSTV ნოდარ მელაძის ანონსს სპეციალურ ეთერს უძღვნის (ვიდეო)
ნოდარ მელაძის შაბათის ანონსს, სადაც ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფეიკ აუდიოჩანაწერის ფრაგმენტი გავიდა, ტელეკომპანია „პოსტვ“-ი საგანგებო ეთერს უძღვნის.
ტელეწამყვანი შალვა რამიშვილი 12:00 საათიდან პირდაპირ ეთერში სტუმრებთან ერთად მიმოიხილავს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს და ახლა უკვე რევანშის მიზნით ოპონენტებთან ბრძოლის მათ ბინძურ მეთოდებს.
გადაცემის წამყვანი შალვა რამიშვილი სტუმრებთან ერთად საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის წევრების დანაშაულებრივი ფაქტების შეახებ უამბობს. გადაცემაში, მოყვანილია კონკრეტული ფაქტები „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, ხალხის უკანონო თვალთვასა და მოსმენებზე, შანტაჟსა და ძალადობაზე.
გადაცემის წამყვანი საქართველოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ ახსენებს იმის შესახებ, რომ 2013 წელს „ოცნების“ ხელისუფლებამ 181 საათის მოცულობის არქივი გაანადგურა, რომელშიც მოქალაქეთა პირადი ცხოვრების უკანონო მიყურადების ჩანაწერები იყო დაცული. აღნიშნული ჩანაწერების ავტორები მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის ძალოვნები იყვნენ. რეჟიმი კი მათი დანაშაულებრივი საქმიანობის ნაყოფს პოლიტიკური ბრძოლისათვის იყენებდა.
„აი გუშინაც, მიშას პირადმა ფილდკომანდრემა და ფეიკების მამამ ნოდარა მელაძემ წარმოადგინა საკაშვილი პანდორას ყუთიდან ამოღებული ვადაგასული 2012 წლის უკანონო ფალსიფიცირებული ფარული ჩანაწერი და მის შემოსაღებას შეეცადა. სააკაშვილის აზრით ეს ჩანაწერი, რომელსაც უხეში მონტაჟის კვალი ამჩნევია, რაღაც ვნებათა ღელვას უნდა იწვევდეს. მიშა გათვლილი სქემით მუშაობს, რომელშიც ჯერჯერობოთ მხოლოდ თავის ყველაზე ბინძური შემსრულებლები ჩართო. ნოდარა მელაძეს ფეიკ ჩანაწერი გამოაქვეყნებინა და კიდევ ერთ ვადაგასულ და ბინძურ პოლიტიკოსს ამ ჩანაწერის პიარ მომსახურება დაავალა. ცხადია ეს ჩანაწერები მხოლოდ ერთ შედეგამდე მიიყვანს ნაცებს. მათ ვისაც მაივიწყდათ თუ რას წარმოადგენენ, რეალურად გაახსენებს არც თუ შორეულ წარსულს. ნაცები თავისდაუნებურად ამხელენ საკუთარ თავს. გვახსენებენ, რა მომავალს უქადიან საქართველოს, რომ ღმერთმა არ ქნას და მობრუნდნენ. „9 წელს გვაძახებენო“ – „ოცნებას“ ედავებიან და ყოველ ჯერზე თვითონ გვახსენებ, ვინ იყვნენ, ვინ არიან და როგორები დარჩნენ. ჰგონიათ ოცნებას აზიანებენ და პირქით – თვავად გვახსენებენ საკუთარ სახეს რომ არ დაგვავიწყდეს და არ შევცდეთ. განსაკუთრებით ახალგაზრდებს უნდა ვუთხრათ ეს. ბნელი წარსულის აჩრდილი თან სდევნის ნაცებს, არც თვითონ იშორებენ და არც ჩვენ გვშორდებიან. პ.ს. ყოველივე ზემოთთქმულის უტყუარი დასტური და მხილებაც არის ის, რომ საქართველოდან გაქცეულმა კრიმინალმა პრეზიდენტმა ეს სიბინძურე, რომელიც რა თქმა უნდა, თავად შეუკვეთა, საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გააზიარა“, – ამბობს შალვა რამიშვილი.