ტრანსილვანიაში ნაპოვნი ბედნიერება

„პირველი, რაც უნდა ვთქვა: ეს არის 10-ჯერ უკეთესი, ვიდრე 5-ვარკვლავიანი სასტუმრო!“ – ასე იხსენებს ერვინ ბოერი იღბლიან მოგზაურობას საკუთარ შეყვარებულთან ერთად რუმინეთში, კერძოდ კი, ტრანსილვანიაში.

ერვინმა სოციალურ ქსელ Instagram-ზე მიაგნო გვერდს, სახელწოდებით: Transylvania log cabins და მას შემდეგ მოსვენება დაკარგა. მალე მან საბოლოოდ გადაწყვიტა, მოენახულებინა ეს ადგილი და საკუთარ შეყვარებულთან ერთად თავგადასავლის საძებნელად გაემგზავრა. ადგილზე ჩასულებმა გაიცნეს იქაური წყვილი, რომელიც Transylvania log cabins-ს ფლობს და მართავს. ერვინმა წყვილს სთხოვა, ნება მიეცათ მისთვის და მისი შეყვარებულისთვის, ღამე ერთ-ერთ ხის სახლში გაეთიათ. მათ წარმოუდგენლად გაუმართლათ, რადგან ეს სასტურო ყოველთვის სავსეა და თავისუფალი ადგილები, როგორც წესი, არასდროს არის.

„მე მართლა არ შემიძლია სიტყვებით გადმოვცე, თუ რამდენად ლამაზი და შვებისმომგვრელია ეს ადგილი. სიმშვიდე, ჩიტების ჭიკჭიკი და სუფთა ჰაერი… ეს ნამდვილად არის ადგილი, სადაც, მინიმუმ, ორი ღამე მაინც გაატაროთ… ტექნოლოგიებისგან და თანამედროვე სამყაროსგან შორს. აქაურობას მარტივად შეუძლია თქვენი გონების განახლება.“ – დაწერა ერვინმა და პორტალ Boredpanda-ს მკითხველს ამ საოცარი ადგილის ფოტოები გაუზიარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები