ჩაის წარმოება XX საუკუნის იაპონიაში – გზა ბუჩქიდან მომხმარებლამდე
ყოველწლიურად იაპონიაში ჩაის კრეფის ნამდვილი ცერემონია იმართება. ამ არომატული სასმლის მწვანე სახეობის მოკრეფას განსაკუთრებული ცერემონია ეძღვნებოდა. 1900-იანი წლების დასაწყისში ფოტოგრაფმა, ტ. ენამიმ იაპონიის პრეფექტურაში, სიძუოკაში ჩაის წარმოების ეტაპები გადაიღო. ეს გაფერადებული ფოტოები მწვანე ჩაის შექმნის ხანგრძლივ პროცესს თანმიმდევრულად ასახავს.
მწვანე ჩაის წარმოება იწყებოდა ჩაის ფოთლის მოკრეფით დიდ ჩალის კალათებში, რომლებიც ქალებს ხელებში ეჭირათ ან ზურგზე ჰქონდათ მოკიდებული. ამის შემდეგ მამაკაცები ყველაფერს აღრიცხავდნენ და ფოთლებს ახვევდნენ. შემდეგ ჩაის აშრობდნენ, ცრიდნენ, ასუფთავებდნენ და ახარისხებდნენ – ხელით და ხელსაწყოების დახმარებით. მოგვიანებით, ქალები აფასოებდნენ ჩაის, რომელსაც, საბოლოოდ, ნავით აგზავნიდნენ გასაყიდად.