გაზრდილი ფრჩხილი ნეკა თითზე – ძველი ტრადიცია, რომელსაც პრაქტიკული დანიშნულება ჰქონდა
ბევრს აწუხებს კითხვა – რისთვის იზრდის ზოგიერთი მამაკაცი ნეკა თითზე ფრჩხილს? თუკი მათ ამის შესახებ ვკითხავთ, მრავალფეროვან პასუხს მივიღებთ. ზოგიერთი იტყვის, რომ აღნიშნულ „იარაღს“ სხვადასხვა ხელსაწყოს მაგივრად ხმარობს, ზოგიც იტყვის, რომ- სილამაზისთვის, მაგრამ თავად ნეკა თითზე ფრჩხილის გაზრდის ადათ-წესი ძალიან ძველია და მას სხვადასხვა დროში სხვადასხვა დანიშნულებით მოიხმარდნენ.
ითვლება, რომ პირველად მარცხენა ხელის ნეკა თითზე ფრჩხილს მე-17 საუკუნეში ევროპელი თავადები იზრდიდნენ. ფრჩხილს ფრიად პრაქტიკული დანიშნულება ჰქონდა – მისი დახმარებით ხსნიდნენ წერილებს, რომლებიც ბეჭდით იყო დალუქული. კაბინეტებსა და კანცელარიებში ამას სპეციალური დანებით აკეთებდნენ, მაგრამ საველე პირობებში ეს შესაძლებელი იყო მხოლოდ ხანჯლით ან ფრჩხილით.
თავისთავად, ხანჯლით წერილის გახსნა ძალიან მოუხერხებელი იყო, ამიტომ არისტოკრატები მარცხენა ხელის ნეკა თითზე იზრდიდნენ ფრჩხილს.
მაღალი ფენის წარმომადგენლებში ნეკა თითზე ფრჩხილის გაზრდის მოდა მე-20 საუკუნემდე შენარჩუნდა, სანამ წერილებს ბეჭდით ლუქავდნენ და არა წებოთი. აი, საფრანგეთში კი, მე-18 საუკუნეში აღნიშნულ ფრჩხილს კიდევ ერთი დანიშნულება ჰქონდა, უფრო დელიკატური. ერთ დროს კარზე კაკუნი ცუდ ტონად ითვლებოდა, ამიტომ არისტოკრატები კარზე ფჩხილით ფხაჭნიდნენ.
მე-20 საუკუნეში აღნიშნული ფრჩხილი არისტოკრატების პრივილეგიიდან კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებამდე ჩამოქვეითდა. საბჭოთა, შემდეგ კი, რუსულ ციხეებსა და კოლონიებში ასეთი ფრჩხილი მხოლოდ ავტორიტეტულ დამნაშავეებს ჰქონდათ. „კანონიერი ქუდები“ და ე.წ. ავტორიტეტები არ მუშაობდნენ და მათი ფრჩხილი თითქოს ამბობდა, რომ მისი მფლობელი არ არის მიჩვეული ხელების გასვრას.
დღეს მამაკაცთა უმრავლესობა, ასეთი ფრჩხილით ნეკა თითზე, თვლის, რომ ეს ორიგინალურია და მოდურია. აზიის ქვეყნებში, სადაც ზოგიერთი მამაკაცი თვეობით არ იჭრის ფრჩხილს, ნეკა თითის ეს აქსესუარი შესაძლოა, გასაოცარი სიგრძის იყოს.