კომფორტულ საცხოვრებლად ქცეული მატარებლის ვინტაჟური ვაგონი (ფოტო, ვიდეო)

სანამ მთელი მსოფლიო იპოთეკით იტვირთავს თავს, ზოგიერთი ენთუზიასტი საკუთარი ძალებით აწყობს სახლს ყველაფრით, რაც ხელთ აქვს. მხატვართა წყვილმა აშშ-დან მატარებლის ძველი ვაგონი შეიძინა, რომელიც ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს იყო გაკეთებული. მისგან მშვენიერი საცხოვრებელი სახლი მოეწყო – უცნაური, მაგრამ საოცრად კომფორტული.

დენი და ანაბელი ქალაქ ფორტ-კოლინსიდან არიან. მათი მთავარი მიზანი იყო, შეენარჩუნებინათ ვაგონის ისტორიული კოლორიტი, ამიტომ ვაგონი 40-იანი წლების სტილში მოაწყეს. ვაგონის პირველი თავისებურება სახურავზე უცნაური დაშენებაა – შუშით და მეტალით – რომელსაც ვაგონში ბევრი სინათლე შემოაქვს. ეს სივრცის გაფართოებაში უწყობს ხელს და ჰაერიც ეფექტურად მოძრაობს.

ვაგონის შიდა კედლების მოსაპირკეთებლად მათ აირჩიეს ხელოვნურად დაძველებული ხის პანელები, ხოლო ინტერიერისთვის – ანტიკვარული ავეჯი. მთელი ინტერიერი მათ თავად დაგეგმეს. დენმა და ანაბელმა, დაახლოებით, 25-30 ათასი დოლარი დახარჯეს. ამ ფასში ვაგონის საფასურიც შედის. სახლში ყველა საჭირო კომუნიკაციაა. რაც მთავარია, იქ შესვლისას თავად ხდები ისტორიის ნაწილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები