პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ქვეითმა ბატალიონმა GDRP-ის შენარჩუნების ფაზაში კულმინაციური სწავლება ჩაატარა

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) დასრულების შემდეგ, პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ქვეითი ბატალიონი შენარჩუნების ფაზას საკუთარი ძალებით გადის. ქვედანაყოფმა კულმინაციური სწავლება ჩაატარა და დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა ჯგუფისგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„მე-11 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ტაქტიკური დავალების შესასრულებლად მითითებები მართვის პუნქტიდან მიიღეს და თავდაცვითი ოპერაციები განახორციელეს.

სიტუაციური სწავლება მოწინააღმდეგის ცეცხლზე რეაგირებას ითვალისწინებდა.

პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ქვეითმა ბატალიონმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის  (GDRP-T) მე-7 როტაციის ფარგლებში წვრთნები გასული წლის დეკემბერში დაასრულა.

GDRP-ის მიზანია საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო ქვედანაყოფების მზადყოფნის დონის ამაღლება ტერიტორიული თავდაცვის უზრუნველსაყოფად. პროგრამა ასევე, უზრუნველყოფს მათი დაკომპლექტების, წვრთნისა და აღჭურვის შესაძლებლობების განვითარებას,” – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები