საოცარი ტერი ფოქსი
ეს საოცარი კაცი ტერი ფოქსია, რომელმაც 1980 წელს „იმედის მარათონში“ მიიღო მონაწილეობა კანადაში და 143 დღის განმავლობაში მირბოდა. ჯამში, მან 5 373 კილომეტრი გაირბინა ფეხის პროტეზით.
3 წლით ადრე ტერის ექიმებმა ძვლის კიბო დაუდგინეს და ფეხის მოკვეთის გარდა, სხვა გამოსავალი არ იყო. 1980 წელს კი მან გადაწყვიტა, მთელი კანადის მასშტაბით ერბინა იმ მიზნით, რომ შეეგროვებინა შემოწირულობა სიმსივნით დაავადებული ადამიანებისთვის.
ტერიმ მარათონი ბოლომდე ვერ მიიყვანა, რადგან სიმსივნე ფილტვებზეც გავრცელდა და იძულებული გახდა, სირბილი შეეწყვიტა. მთელი მარათონის განმავლობაში, ტერი საშინელ ტკივილებს განიცდიდა, თუმცა ყველაფერს დაძლია. ათი თვის შემდეგ, 22 წლის ასაკში ფოქსი გარდაიცვალა.
მარათონით, ტერიმ თავისი მიზნისთვის მილიონობით დოლარის მოგროვება შეძლო, თუმცა რაც მთავარია, მან მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. შეიქმნა მისი სახელობის ფონდიც, რომლის ბიუჯეტიც, დღესდღეობით, ასობით მილიონი დოლარია. ტერი ფოქსის გარდაცვალების შემდეგ, კანადის გარდა, კიდევ 50 სხვა ქვეყანაში დღემდე ტარდება მისი სახელობის საქველმოქმედო გარბენები.