მოკლე კაბები, პიკნიკები გზის პირზე და მომღიმარი ბავშვები – ავღანეთი „თალიბანამდე“ (ფოტოკოლაჟი)
არიზონელმა პროფესორმა, ბილ პოდლიჩმა ფოტოების სერია გადაიღო 1967 წელს, როცა ავღანეთში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საკუთარ ოჯახთან- მეუღლესა და ორ ქალიშვილთან ერთად.
1960-იანი წლების ავღანეთის ფოტოები იმდენად განსხვავდება ომისგან განადგურებული სახელმწიფოსგან, რომ ორი სხვადასხვა ქვეყანა გეგონება.
პროფესორის ფოტოებზე ავღანეთი ნაჩვენებია, როგორც მშვიდი ქვეყანა, რომელსაც მალე „თალიბანის“ მოძრაობა გაანადგურებს.
გოგონები, ისევე როგორც ბიჭები, დადიოდნენ სკოლაში და ჰქონდათ სკოლის ფორმა. მაშინ ისინიც აბარებდნენ უნივერსიტეტში. ქალები ძალიან იშვიათად იკეთებდნენ ჩადრს დიდ ქალაქებში. ახლა კი ავღანეთში ყველა ქალი ვალდებულია, ატაროს ჩადრი და ქუჩაში ან სხვა საზოგადოებრივ ადგილში ის მეუღლესთან ან ოჯახის სხვა წევრთან ერთად უნდა იმყოფებოდეს. განათლება ქალისთვის მისასალმებელი არის.