პარლამენტი ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას დღეს მეორედ უყრის კენჭს
პარლამენტი ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას დღეს მეორედ უყრის კენჭს. სესია 12 საათისთვის დაიწყება.
მანამდე კი დეპუტატები საკითხს საპროცედურო საკითხთა და იურიდიული კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ. განხილვას საქმის პროკურორი და ნიკა მელიას ადვოკატებიც დაესწრებიან.
მმართველ გუნდის წევრების თქმით, ისინი მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას ხმას ერთსულოვნად დაუჭერენ. ამ გადაწყვეტილებას არ ემხრობიან “მოქალაქეები”.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პარტია “მოქალაქეების” გენერალური მდივანი – ლევან იოსელიანი კი მიიჩნევს, რომ ნიკა მელიასათვის საპარლამენტო მანდატის გაუქმება არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე უარყოფითად აისახება.