ნიკა მელია გავრილოვის განცხადებას პასუხობს

“ღირსებაა ნამდვილად და პატივია, იყო ერთ-ერთი ის ადამიანი, ვინც თავიდან ბოლომდე აშიშვლებს რეჟიმს, სისტემას, რომელიც ემსახურება გავრილოვსა და მის ხელმძღვანელ პირებს ოკუპანტი სახელმწიფოს დედაქალაქში”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

ნიკა მელია რუსეთის ,,დუმის” დეპუტატის, სერგეი გავრილოვის განცხადებას გამოეხმაურა.

,,ბევრი სალაპარაკო აქ აღარ დარჩა, წილი ნაყარია, ხაზები გავლებულია. ერთ მხარეს დგას ოკუპანტი გავრილოვი და მეორე მხარეს დგას შეუპოვარი ქართველი ხალხის პროტესტი და ახლა ,,ქართული ოცნების” ყველა დეპუტატმა თავის თავს უნდა ჰკითხოს, რომელზეც პასუხის გაცემა მოუწევთ მრავალი წლის განმავლობაში – რომელ მხარეს დგანან, დგანან გავრილოვების მხარეს თუ დგანან ანწუხელიძის, მერაბ კოსტავების, ჟიული შარტავების, ზვიად გამსახურდიების და ეროვნული იდეის მხარეს. ჩემზე ნუ იდარდებთ, ,,ქართული ოცნების” დეპუტატებო, თუ ცხოვრებაში სანერვიულო არ მქონია, ახლა მაქვს სწორედ ეს მომენტი. ღირსებაა ნამდვილად და პატივია, იყო ერთ-ერთი ის ადამიანი, ვინც თავიდან ბოლომდე აშიშვლებს რეჟიმს, სისტემას, რომელიც ემსახურება გავრილოვს და მის ხელმძღვანელ პირებს, ოკუპანტი სახელმწიფოს დედაქალაქში, მოსკოვში,” – განაცხადა ნიკა მელიამ.

“საქართველოში მმართველი პარტია აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანაში აღარ იყოს სახელმწიფო გადატრიალებები, რეპრესიები და დიქტატურა. ის სიცრუე რომელიც იღვრება მაშინდელი მოვლენების ინტერპრეტირებისას ბატონი მელიას მიერ, რომელსაც მე არ ვიცნობ, ადასტურებს, რომ სიცრუის ხარჯზე ცდილობენ, შელახონ საქართველოს იმიჯი მისი მეზობლების თვალში”, – ამის შესახებ რუსეთის დუმის დეპუტატი, სერგეი გავრილოვი 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ტელეკომპანია ,,პირველთან” აცხადებს.

„პოლიტიკურად მოტივირებული საქმის გირაოს გადახდას არ ვაპირებ“, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია. პროკურატურამ პარლამენტს ნიკა მელიას დასაპატიმრებლად შუამდგომლობაზე თანხმობა სთხოვა. აღნიშნულ საკითხზე პარლამენტი პლენარულ სხდომაზე, 16 თებერვალს იმსჯელებს. საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა, ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები