როგორია საქართველოში „რემდესივირით“ მკურნალობის სტატისტიკა – თამარ გაბუნიას განმარტება

როგორია საქართველოში „რემდესივირით“ მკურნალობის სტატისტიკა, , ამის შესახებ მონაცემები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს საკოოდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააცნო.

მისი თქმით, პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„დღევანდელი მონაცემებით, „რემდესივირზე“ მოთხოვნა 178 პაციენტზე გაკეთდა, აქედან 167 მოთხოვნა დაკმაყოფილდა კომისიის მიერ. პაციენტების მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. ამ ჯგუფში 2 გარდაცვალების შემთხვევა იყო, დანარჩენ პაციენტებს რაც შეეხება, ზოგმა დაასრულა მკურნალობა, დაუბრუნდა თავის ჩვეულ ცხოვრებას, ნაწილი კვლავაც რჩება კლინიკაში. რამდენად იყო დაკავშირებული მდგომარეობის გაუმჯობესება „რემდესივირის“ ეფექტთან, ამ ტიპის მონაცემები ამაზე მსჯელობის საშუალებას არ გვაძლევს. ეს არ არის კლინიკური კვლევა, ეს არის „რემდესივირის“ გამოყენება კლინიკურ პრაქტიკაში. ამაზე ანალიზი ჩატარდება ინდივიდუალურ დონეზე. დიდი უმრავლესობა პაციენტების, რომელმაც „რემდესივირი“ მიიღეს გამოჯანმრთელდა ან აგრძელებს მკურნალობას. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს შედეგი უკავშირდება აუცილებლად „რემდესევირის“ ეფექტს,” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები