ფეოდალური იაპონიის უკანასკნელი დღეები • ფოტოკოლაჟი

ეს უიშვიათესი ფოტოები მოგვიყვება იმის შესახებ, თუ როგორი იყო იაპონია 1908 წელს – ინდუსტრიალიზაციამდე და ორ მსოფლიო ომამდე. ეს ცხოვრება იდეალისტურად გამოიყურებოდა. დღეს იაპონია ასოცირდება ცხოვრების სწრაფ რიტმთან, იმ დროს კი, ხალხი გაცილებით უსაფრთხოდ და მშვიდად ცხოვრობდა. ეტლში ჩაბმული ცხენები სოლიდურად მიაბიჯებდნენ სანაპიროებზე, მთლიანად ჩაცმული ადგილობრივები კი, ზღვაში ხტებოდნენ.

ფოტოები იაპონური წარმოშობის ამერიკელი სტუდენტის, არნოლდ ჰიონტეს კოლექციიდან, რომელიც იაპონიის ქუჩებში კამერით დადიოდა.

ჰიონტეს სიკვდილის შემდეგ აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკამ მისი სტუდიისგან ფოტოები შეისყიდა. საუბარია, დაახლოებით, 20 ათას უცნობ ფოტოზე, რომლებზეც მეიძის პერიოდია ასახული. ის 1868 წელს დაიწყო და 1912-მდე გაგრძელდა. იმ პერიოდში იაპონია ფეოდალურიდან გაცილებით თანამედროვე ქვეყნად გადაიქცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები