თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე აშშ-ის საელჩოს თავდაცვის ატაშეს მოუსმინეს

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ სტეფანი ბეგლის მოუსმინეს.

კომიტეტის დახურულ სხდომაზე ამერიკელმა პოლკოვნიკმა, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, ამერიკული მხარის მიერ გაწეულ დახმარებასა და სამხედრო რეფორმების მხარდაჭერაზე ისაუბრა. მანვე სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებსა და თავდაცვის სფეროში დაგეგმილ ღონისძიებებზე ინფორმაცია წარმოადგინა.

კომიტეტში გამართულ შეხვედრას საელჩოს თანამშრომლები და თავდაცვის სფეროს ოფიცრები დაესწრნენ.

„შეერთებული შტატები საქართველოს მთავარი პარტნიორია, ვისთანაც მჭიდრო სტრატეგიული თანამშრომლობა გვაკავშირებს და რომელიც ურთიერთ ნდობასა და ურთიერთ მხარდაჭერას ეფუძნება. შეხვედრაზე ამერიკელმა პარტნიორებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია გაგვაცნეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა, რომელიც ამერიკელი ხალხის ნებას ემყარება და იგი ასახულია ისეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებში როგორიც არის საქართველოს მხარდაჭერის აქტი და კონსოლიდირებული აპროპრეაციის და თავდაცვის ავტორიზაციის აქტები, უსაფრთხოების ჩარჩო შეთანხმება და სხვა არაერთი სამართლებრივი ინსტრუმენტი”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ.

მისივე თქმით, ამერიკული მხარის მიერ გაწეული დახმარება და მხარდაჭერა კონკრეტულ ღონისძიებებში აისახება, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები