მეუფე დოსითეოსი: ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, ალბათ, სინოდის წევრებიც ასე ფიქრობენ

“ვაქცინაცია ნებაყოფლობითია”, – ამის შესახებ ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მეუფე დოსითეოსმა წმინდა სინოდის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სინოდის წევრებსაც, სავარაუდოდ, იგივე შეხედულება აქვთ.

“ბუნებრივია, მაქვს აზრი იმისა, რომ ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი და ასე დარჩება, იმედია. ალბათ, სინოდის წევრებიც ასე ფიქრობენ იმიტომ, რომ ეს  საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რომელიც თვითონ ჯანმო-მ მიიღო”, – აღნიშნა მეუფე დოსითეოსმა.

მეუფეები საპატრიარქოში უკვე იკრიბებიან. არსებული ინფორმაციით, წმინდა სინოდის სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი საკითხი ვაქცინაცია იქნება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები