თამარ გაბუნია: ვიმედოვნებთ, რომ ვაქცინაციის მიმართ დადებითად უფრო მეტი ადამიანი განეწყობა

“აქტიური საინფორმაციო კამპანიისა და რეალური სურათის დანახვის შემდეგ, ვიმედოვნებთ, რომ ვაქცინაციის მიმართ დადებითად უფრო მეტი ადამიანი განეწყობა”, – ამის შესხებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინის მიმართ უნდობლობა, რეალურად, ერთ-ერთი პირველი პრობლემაა, რომელსაც მსოფლიოში ყველა ქვეყანა აწყდება.
„დაახლოებით, 40-47 პროცენტამდე მერყეობს მოსახლეობის იმ ნაწილის მაჩვენებელი, რომელიც ფიქრობს, რომ შექმნილ ეპიდსიტუაციაში ვაქცინა ნამდვილად გამოსავალია და ისინი მას გაიკეთებენ.
40% , რა თქმა უნდა, არ არის ის მაჩვენებელი, რაც სასურველია, თუმცა, ჩვენ პირველ ეტაპზე ჯანდაცვის სფეროს მუშაკებთან ვმუშაობთ. აქაც მაჩვენებელი 100%-იანი არ არის, ამდენად, ვფიქრობ, რომ დავიწყებთ ვაქცინაციის პროცესს და საინფორმაციო კამპანია მეტად აქტიური იქნება, ხოლო შემდეგ უკვე რეალური სურათის დანახვისას, ვიმედოვნებთ, რომ ვაქცინაციის მიმართ დადებითად უფრო მეტი ადამიანი განეწყობა,“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები