სამგორის რაიონის გამგეობა ვარკეთილში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს
სამგორის რაიონის გამგეობა ვარკეთილში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. მიმდინარე საგზაო სამუშაოები სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილემ, სოსო ბურდულაძემ დაათვალიერა.
ვარკეთილი 3-ში, მე-2 მიკრორაიონის N10 კორპუსის შიდა ეზოს მოწესრიგება დაიწყო. პროექტის მიხედვით, ასფალტის საფარი 1 350 კვ.მ ფართობზე დაიგება; ასევე, მოეწყობა ბორდიური და ტროტუარი. სამუშაოებს, სამგორის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია „არსაკიძე 2000“ ასრულებს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 62 500 ლარია.
საგზაო სამუშაოები უკვე დასრულდა ვარკეთილის მეოთხე მიკრორაიონის N401 კორპუსის მიმდებარედ. აღნიშნულ მისამართზე 2 260 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო და მოეწყო ტროტუარი. პროექტი, რომლის ღირებულებაც 97 122 ლარია, სამგორის გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ “ენდი როუდი” შეასრულა.