გლდანის გამგებელი სარაჯიშვილის N11 კორპუსის მოსახლეობას შეხვდა

გლდანის გამგებელი სარაჯიშვილის N11 კორპუსის მოსახლეობას შეხვდა. ოთხსართულიანი საცხოვრებლის ხის აივნები ავარიულ მდგომარეობაშია და საჭიროებს გამაგრებას. აღნიშნული პრობლემის შესახებ მოსახლეობამ გამგეობას მიმართა, რის შემდეგაც გლდანის გამგეობაში შენობის გამაგრების პროექტი შემუშავდა. სამუშაოების განხორციელების შედეგად, ხის აივნები რკინა-ბეტონის კონსტრუქციებით შეიცვლება, რაც კორპუსის გამაგრებას უზრუნველყოფს.
პროექტი რაიონის გამგებელმა, ლევან ნაროუშვილმა, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთნ ერთად, მოსახლეობას დეტალურად გააცნო და მათი მოსაზრებებიც მოისმინა. აღნიშნულ სამუშაოებზე გამგეობის მიერ უმოკლეს დროში ტენდერი გამოცხადდება და სამუშაოები გაზაფხულზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები