“აქოლისის” მიერ მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის წარდგენილი კონცეფცია შესაბამისი უწყებების შესწავლის საგანი უნდა გახდეს” – დიმიტრი ხუნდაძე

“ამხანაგობა “აქოლისმა” მცხეთის მერიასა და საკრებულოს გენ.გეგმის ნაცვლად კერძო ინტერესებზე მორგებული”ბიზნეს გეგმა”წარუდგინა”, – ამის შესახებ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, “აქოლისის” მიერ მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის წარდგენილი კონცეფცია, რომელიც ქალაქს და მის მოსახლეობას 6 წლიანი მორატორიუმი “დაუჯდა” და თანაც ის ამაში სახელმწიფოსგან საკმაოდ სოლიდურ თანხას ითხოვს, შესაბამისი უწყებების შესწავლის საგანი უნდა გახდეს.

“ამ საკითხთან დაკავშირებით არც წარსულში მოვრიდებივარ მწვავე განცხადებებს, მაგრამ, როგორც ჩანს, “მსურველებს” უღირთ ამოეფარონ სიწმინდეებს და უდიდესი კულტურული და სიმბოლური ღირებულებები ტურისტული ნაკადების საეჭვო განაწილების ინსტრუმენტად აქციონ. ასეთი ეჭვები იუნესკოს ექსპერტებმაც გამოთქვეს და მათი მხრიდან საკმაოდ ბევრი შენიშვნაა დასკვნაში დაფიქსირებული.
დიდი ხანია, სამართლიანად წუხს ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც 6 წელია მორატორიუმის ტყვეობაშია დღესაც და სრულიად იგნორირებულია პროცესიდან.
დოკუმენტის წამკითხავი იოლად აღმოაჩენს კონცეფციაში მუნიციპალიტეტის დაშლისა და დაქუცმაცების გეგმას, ორმაგ სტანდარტებს, მოგონილ სტატუსებს, გაყალბებულ წარსულს, ხელოვნურად შექმნილ ქალაქის ტურისტულ კარიბჭეებს, კონკრეტული ლოკაციების საეჭვო ბედსა და ა. შ. ეს კონცეფცია ერთი დიდი გაუგებრობაა და მისი მიღება სახიფათოდ მიმაჩნია.
მიუხედავად იმისა, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში მცხეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი აღარ ვარ, არ ვაპირებ, უძველესი დედაქალაქისა და მისი მოსახლეობის ინტერესები ქარს გავატანო და ჩემი პოზიცია ღიად არ დავაფიქსირო”, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები