ევროკავშირის ვაქცინაციის პროგრამა ჯერჯერობით წარუმატებელია
უცხოური მედიის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ერთიანი მიდგომა ვაქცინაციის პროგრამასთან მიმართებაში ჯერჯერობით წარუმატებელია, საფრანგეთის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი გაერთიანებული ძალებით მოქმედების მომხრეებად კვლავ რჩებიან.
„მე ვრჩები ევროპული მიდგომის მომხრედ. რას იტყვის ხალხი, თუ გერმანია და საფრანგეთი ვაქცინაციის პროცესში ერთმანეთის მეტოქეები გახდებიან?!“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
ასევე, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა მერკელმა და განაცხადა: „მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციის პროცესი ნელა მიმდინარეობს და აშკარაა წარმოების შესაძლებლობების გაზრდის აუცილებლობა, ევროკავშირმა ვაქცინების დოზები ერთიანად უნდა შეუკვეთოს“.
ამასთან, მერკელმა აღნიშნა, რომ ვაქცინის მწარმოებლები და ევროკავშირი მუშაობენ ერთობლივად, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს საჭირო დოზებით გაერთიანების ქვეყნების მომარაგება.