გორის სასტუმროში ჩამომხრჩვალი მამაკაცი აღმოაჩინეს

  გორში, სასტუმრო “ინტურისტის” ნომერში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს.

აღნიშნული ინფორმაცია  „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

სასტუმროს დირექტორი ნუნუ საბანაძის განცხადებით, თბილისში მცხოვრები შალვა სადაღაშვილი სასტუმროში 4 დღის დაბინავდა.
“4 დღის წინ შემოვიდა ჩვენს სასტუმროში და ნომერი იქირავა. მას თან არავინ ახლდა. მამაკაცი ნერვიულობდა, რომ თბილისი-გორის გზაზე ავტომანქანა დაუზიანდა, თუმცა, სხვა კონკრეტულ დეტალებზე ჩვენთან არ უსაუბრია. გუშინ საღამოს ნომრიდან აღარ გამოსულა. დღეს კი იძულებული გავხდით, სათადარიგო გასაღებით გაგვეღო კარი. მამაკაცი ნომერში ჩამომხრჩვალი ვიპოვეთ”, – აცხადებს სასტუმრო `ინტურისტის” დირექტორი ნუნუ საბანაძე. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება უკვე დაწყებულია  სსკ-ს 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ამ წუთებში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები