ისნის რაიონის მაჟორიტარმა მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა
თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა, ლევან დავითაშვილმა, ამავე რაიონის დეპუტატთან, პარლამენტის წევრ კახა კახიშვილთან და ისნის რაიონის გამგებელთან, კახა ლაბუჩიძესთან ერთად სამაჟორიტარო რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
როგორც დეპუტამა აღნიშნა, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, რაიონში ბინათმესაკუთრეთა და ამხანაგობის პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, რაიონში შემდეგი სამუშაოები მიმდინარეობს:
ვარკეთილის 4 მ/რ III კვ. N2 კორპუსის და ასევე წულუკიძის 4 შეს. კორპ. N5- N7 მიმდებარედ ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები ხორციელდება; ვაზისუბნის 4 მ/რ I კვ. N13 და ამავე რაიონში ვაზისუბნის I მკ/რ N16 კორპუსების მიმდებარედ სკვერების კეთილმოწყობა მიმდინარეობს, ხოლო წულუკიძის მე-4 შეს. V და VII კორპუსებში კი, სადარბაზოების შესასვლელების გადახურვაზე მუშაობენ.