„მენაყინე მკვლელი“ – ქალი, რომელსაც სურდა, დედა გამხდარიყო
ესტიბალის კარანზა – ერთ-ერთი ყველაზე ცივსისხლიანი სერიული მკვლელი ქალი. მას ზედმეტსახელად „მენაყინე მკვლელი“ შეარქვეს. მიუხედავად სათნო შეხედულებისა, კარანზა სასტიკ და წინასწარ დაგეგმილ მკვლელობებს სჩადიოდა. მას მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა – ოცნებობდა, გამხდარიყო დედა.
გოგონა ნაყინის პატარა მაღაზიის მფლობელი იყო ავსტრიაში. ის ძალიან მომხიბვლელი ახალგაზრდა ქალი გახლდათ, მისი ბიზნესი კი, ყვაოდა. მხოლოდ პირადი ცხოვრება ჰქონდა არც ისე სახარბიელო.
ესტიბალისის პირველი მსხვერპლი 2008 წელს მისი ყოფილი მეუღლე ჰოლგერ ჰოლცი გახდა, ორი წლის შემდეგ კი, მან შეყვარებულიც მოკლა. ორივე მამაკაცს ტყვია თავში დაახალა და სხეული ხერხის საშუალებით დაანაწევრა. სასამართლოზე განაცხადა, რომ ყოფილი ქმარი „ზარმაცი და აგრესიული“ იყო, ხოლო როდესაც იჩხუბეს, ქმარმა უარი თქვა სახლის დატოვებაზე. მომდევნო შეყვარებულთან, მანფრედ ჰინტერბერგთან მას ყველაფერი რიგზე ჰქონდა მანამ, სანამ მანფრედმა საყვარელი გაიჩინა.
მას შემდეგ, რაც ესტიბალისი მანფრედს გაუსწორდა, მანიკურის გასაკეთებლად წავიდა, რადგან მკვლელობის პროცესში ფრჩხილი დაიზინა. მანფრედის, ისევე როგორც ყოფილი მეუღლის დანაწევრებული სხეული, ქალმა თავისი მაღაზიის სარდაფში, საყინულებში შეინახა. მაშინ მან დანაშაულის დაფარვა მოახერხა, თუმცა მანამ, სანამ შემთხვევით მუშები არ წააწყდნენ სარდაფში გვამებს. კარანზა არ დაელოდა დაპატიმრებას, აიყვანა ტაქსი და იტალიაში გაიქცა, ქალაქში, რომელიც მისი მშობლიური ვენიდან 300 მილში მდებარეობდა. ბოლოს იგი პოლიციელებმა მაინც იპოვეს – ქუჩის მუსიკოსებთან ცხოვრობდა და როგორც ჩანს, საკმაოდ შეყვარებულიც იყო. გოგონა ორსულად აღმოჩნდა, ეს მან დაპატიმრების დღეს გაიგო.
კარანზამ აღიარა საკუთარი დანაშაული. მემუარებში წერდა, რომ მამაკაცები იყვნენ „ურჩხულები, რომლებმაც ის ცხოველად აქციეს“. სასმართლოს ფსიქიატრმა განაცხადა, რომ კარანზას სერიოზული ფსიქოლოგიური დარღვევები აქვს, ის საშიშია და რომ ის კვლავ მოკლავს ადამიანს. თავად ესტიბალისი საკუთარ თავს პრინცესად თვლის, რომელიც მშვენიერმა პრინცმა უნდა იხსნას.
მოკლედ, ქალი დამნაშავედ აღიარეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. მან 2012 წელს შვილი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გააჩინა. ბავშვზე მეურვეობა თავიდან მისმა მშობლებმა მიიღეს, შემდეგ კი, მისმა შეყვარებულმა. შვილის გაჩენიდან ორ წელიწადში კარანზა შვილის მამაზე დაქორწინდა. ახლა ის ავსტრიაში, კაცთა ციხეში იმყოფება. ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ესტიბალისი ძალიან სახიფათოა ქალთა ციხისთვის.