ვაკის გამგებელი აბაშიძისა და ყიფშიძის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა
ვაკის რაიონის გამგებელ დავით კვინიკაძესა და სხვადასხვა უბნის ადგილობრივ მცხოვრებლებს, ასევე, ამხანაგობების თავმჯდომარეებს შორის შეხვედრები მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურულ საკითხებსა და მოქალაქეთა სხვა საჭიროებებზე დავით კვინიკაძე ამჯერად აბაშიძის N14, N14ა, N16, N20, N22, N22ა, N24, N24ა-ს და ყიფშიძის N9ბ, N10, N12ბ, N14, N16-ს ამხანაგობების თავმჯდომარეებს ესაუბრა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები გაგრძელდება და ვაკის რაიონის ყველა უბანს მოიცავს.