მიხეილ სარჯველაძემ UNDP-ის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განხილული იყო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, რაც, მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, კარგ შესაძლებლობებს გააჩენს საპარლამენტო საქმიანობის გაუმჯობესებისთვის.
„ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის დახმარებები და, განსაკუთრებით, გაერო-ს განვითარების პროგრამის ფარგლებში შემოთავაზებული შესაძლებლობები, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისთვის პრიორიტეტული საკითხების გაცილებით უკეთ წარმართვას შეუწყობს ხელს”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.