თბილისში, ჩიტაიას N14ა-ში უფასო სასადილო გაიხსნა

ჩუღურეთის რაიონში, ჩიტაიას ქუჩის N14ა-ში ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი უფასო სასადილო გაიხსნა.
სასადილო 500-მდე სოციალურად დაუცველ და უმწეო ოჯახს მოემსახურება.
ახლადგახსნილი სასადილო ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ დაათვალიერა.
„ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომ არცერთი ოჯახი არ დარჩეს ცხელი სადილის გარეშე. თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივის თანახმად, ჩიტაიას ქუჩაზე რიგით მე-6 უფასო სასადილო გაიხსნა. ჯამურად, ჩუღურეთის რაიონში არსებული უფასო სასადილოებით 4 000-მდე ბენეფიციარი სარგებლობს“, – განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები