დიდ ლილოში, რამდენიმე მისამართზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
სამგორის რაიონის გამგეობა დედაქალაქს შემოერთებულ სოფლებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. საგზაო სამუშაოები დიდ ლილოში, რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს. სამუშაოების სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ მოადგილესთან, სოსო ბურდულაძესთან ერთად დაათვალიერა.
დიდ ლილოში, გოგებაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე ასფალტის საფარის მეორე ფენა დაიგო. ამ ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურა 30-40 წლის განმავლობაში არ მოწესრიგებულა.
ჭავჭავაძის ქუჩაზე 2 900 კვ.მ ფართობი გზა წესრიგდება, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 180 990 ლარი გამოიყო. გოგებაშვილის ქუჩაზე კი ორფენიანი ასფალტის საფარი 2 160 კვ.მ ფართობზე დაიგო. აღნიშნული პროექტის ღირებულება ღირებულება 138 520 ლარია. საგზაო სამუშაოებს, სამგორის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია “სკინჩი” აწარმოებს.