ვაკის რაიონის გამგებელი ყაზბეგისა და ვაჟა-ფშაველას მაცხოვრებლებს შეხვდა
ვაკის რაიონის გამგებელი, დავით კვინიკაძე სხვადასხვა უბნის ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და ამხანაგობების თავმჯდომარეებთან შეხვედრებს განაგრძობს.
ამჯერად, ინფრასტრუქტურულ საკითხებსა და მოქალაქეთა სხვა საჭიროებებზე, დავით კვინიკაძე ყაზბეგის და ვაჟა-ფშაველას მაცხოვრებლებს, კერძოდ კი 17 ამხანაგობის თავმჯდომარეს შეხვდა. სხვადასხვა საჭიროებაზე გამგებელი ვაჟა-ფშაველას N48, N50, N52, N54, N58, N64 და ყაზბეგის N43, N43ა, N47, N47ა, N47ბ, N49, N49ა, N51, N51ა, N53, N55-ის მოსახლეობას გაესაუბრა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები გაგრძელდება და ვაკის რაიონის ყველა უბანს მოიცავს.