მიმაჩნია, რომ ის გარემოება, რომ ამ დრომდე არ არის შეთანხმება მიღწეული, განპირობებულია იმით, რომ კომპანიას მაინც აქვს იმედი, რომ ადრე თუ გვიან, სასამართლოს გადაწყვეტილებით თუ მის გარეშე, მაინც მოახერხებს ვაკის პარკში სასტუმროს აშენებას. აქვე ვაცხადებ, მათ შორის, მათ გასაგონად, რომ ვაკის პარკში სასტუმროს ვერ ააშენებენ”, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
თბილისის ვიცემ9ერმა, ირაკლი ხმალაძემ მედიასთან საუბრისას კიდევ ერთხელ განმარტა თბილისის მერიის პოზიცია ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის” მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით. მისი თქმით, ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა დაუშვებელია.
„დაახლოებით, ორი წლის წინ დადგა საკითხი ვაკის პარკში ამ სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით. მაშინაც მიმდინარეობდა მოლაპარაკებები და მერიის პოზიცია მაშინაც და დღესაც იყო და არის, რომ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა დაუშვებელია. ვიცით, რომ 2013 წელს იმდროინდელმა მენეჯმენტმა გასცა აქ მშენებლობის ნებართვა. იმის შემდეგ მიმდინარეობდა სასამართლო პროცესები, გამოტანილია სასამართლო გადაწყვეტილებაც. დღეს მერიას აქვს საკმაოდ პრინციპული პოზიცია, რომ არ დავუშვათ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა. სწორედ ამიტომ, ორი წლის მანძილზე მიმდინარეობდა მოლაპარაკებები მესაკუთრესთან, რომელიც დღემდე არ დასრულებულა. საქმე ეხება საკმაოდ ძვირადღირებული აქტივის გამოსყიდვას, 2013 წლიდან დღემდე ამ მიწის ნაკვეთის ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა და დღეს, დაახლოებით, 20 მილიონ ლარს შეადგენს. რა თქმა უნდა, მერიას გაუჭირდა აქტივების მობილიზება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში გარკვეულ შეთანხმებას მივაღწევთ”, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
ვიცემერის განმარტებით, ადგილმონაცვლეობის მიზნით, მერიამ მესაკუთრეს შესთავაზა გარკვეული მიწის ნაკვეთები, რაზეც თანხმობა ვერ მიიღო.
„მონაცვლეობის პრინციპია, რომ ქონების მონაცვლეობა მოხდეს ღირებულებიდან გამომდინარე, ანუ იმ ღირებულების ქონება შევთავაზოთ სხვა ტერიტორიაზე. შეიძლება, ეს არ ყოფილიყო ცენტრალური უბნები, ყოფილიყო გარეუბნები, რადგან მუნიციპალიტეტს ცენტრალურ უბნებში 20-მილიონიანი ქონება არ აქვს საკუთრებაში, თუმცა, არ მოხდა შეთანხმება ამ დრომდე.