ვაკის რაიონის გამგებელი, სხვადასხვა საკითხზე სამსჯელოდ, მოსახლეობას შეხვდა
ვაკის რაიონის გამგებელი, დავით კვინიკაძე სხვადასხვა უბნის ადგილობრივ მცხოვრებლებსა და ამხანაგობების თავმჯდომარეებთან შეხვედრებს განაგრძობს.
ამჯერად, ინფრასტრუქტურულ საკითხებსა და მოქალაქეთა სხვა საჭიროებებზე დავით კვინიკაძე ნუცუბიძის ფერდობზე, V მიკრორაიონის N1, N2, N3, N4, N6 კორპუსებისა და ნუცუბიძის II მიკრორაიონის III კვარტლის N7 და N8 კორპუსების თავმჯდომარეებს ესაუბრა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები გაგრძელდება და ვაკის რაიონის ყველა უბანს მოიცავს.