სოლოლაკში, ამაღლების ქუჩის I შესახვევში ეზოს კეთილმოწყობისთვის სამუშაოები დაიწყო
სოლოლაკში, ამაღლების ქუჩის I შესახვევში ეზოს კეთილმოწყობისთვის ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო. საცხოვრებელ სახლებთან მდებარე, 300 კვ. მ. ფართობის სავალ ნაწილზე ამორტიზებული გზის დემონტაჟი განხორციელდა, სადაც ასფალტის საფარი დაიგება. აღნიშნულ მისამართზე, ასევე, საფეხმავლო ბილიკი მოეწყობა.
სამუშაოებს, მთაწმინდის რაიონის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს.