თენგიზ ცერცვაძე: „რემდესივირი“ 100-ზე მეტმა მძიმე ავადმყოფმა უკვე გამოიყენა და ყველა მათგანი გამოჯანმრთელდა
„რემდესივირი“ 100-ზე მეტმა მძიმე ავადმყოფმა უკვე გამოიყენა და ყველა მათგანი გამოჯანმრთელდა”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ინფექციურ კლინიკაში მიღებული შედეგები იმაზე დადებითია, ვიდრე ელოდნენ.
„100-ზე მეტმა ავადმყოფმა „რემდისივირი“ უკვე გამოიყენა. ჩვენ ამ ეტაპზე ამას შეთავაზების სახით, პაციენტის ნებართვის საფუძველზე ვაკეთებთ. ვიცით, რომ ბევრი კრიტიკოსი ჰყავდა, თუმცა, ინფექციურ კლინიკაში მიღებული შედეგები იმაზე დადებითია, ვიდრე ველოდით. ვისთანაც გამოვიყენეთ, ისინი მძიმე ავადმყოფები იყვნენ და ამ 100 პაციენტიდან ყველა გამოჯანმრთელდა. იყო შემთხვევები, როცა გართულებულ პაციენტებს იცავდა დაავადების პროგრესირებისგან. შორსმიმავალ პროგნოზებს არ ვაკეთებთ, მაგრამ ფაქტია, რომ ვისთანაც გამოვიყენეთ, 90%-ზე იდეალურად იმოქმედა“, – განაცხადა ცერცვაძემ.