თბილისში, ტაბიძის N21-ის ეზოში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

მთაწმინდის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს.
ამჟერად, გ. ტაბიძის ქუჩა N21-ში არსებული ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, აღნიშნულ მონაკვეთზე დაზიანებული ასფალტის ფენას იღებენ. პროექტის ფარგლებში კი, 460 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება და ბორდიური მოეწყობა. აღნიშნულ სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია „ელიზი“ ასრულებს.
ამ დროისთვის, მთაწმინდის რაიონის სხვადასხვა უბანში საგზაო სამუშაოები რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები