კალაძე: ამ პანდემიის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა

თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალური ქსელის საშუალებით პირდაპირ ეთერში ჩაერთო “მზიურის პარკიდან”, რომლის რეაბილიტაციაც მერიამ გასულ წელს დაასრულა.

მისი განმარტებით, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, რამდენიმე რამ გასაკეთებელი დარჩა, მათ შორის, ყოფილი საბაგიროს შენობა, რომელშიც ხელოვნების გალაერეა უნდა მოეწყოს. სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

„მინდა, კიდევ ერთხელ გავამახვილო ყურადღება, რომ რეაბილიტაციის შემდეგ ეს სივრცე ძალიან ბევრი ადამიანით არის დატვირთული. ნამდვილად სასიამოვნოა, რომ ქალაქში საპარკე კულტურა შემოდის. რა თქმა უნდა, ჩვენ ხელს ვუწყობთ ამ ყველაფერს ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის თვეებია, ძალიან ბევრი ადამიანია გამოსული. ამ პანდემიის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, მეტი სეირნობა, მეტი მწვანე სივრცე”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები