სანდრო ეულის N5-ის მიმდებარედ გზის საფარის აღდგენა მიმდინარეობს
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სანდრო ეულის N5-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის საფარის აღდგენა მიმდინარეობს.
სამუშაოების შედეგად, მოეწყო გზის საფუძველი და 2 000 კვ. მ ფართობის ასფალტის საფარი იგება. სამუშაოებს, ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „ლუკრი“ აწარმოებს.
პროექტის მიმდინარეობას ვაკის რაიონის გამგებელი, დავით კვინიკაძე გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა.
სულ ამ დროისთვის ვაკის რაიონის სხვადასხვა უბანში საგზაო სამუშაოები 10-მდე მისამართზე მიმდინარეობს.