თბილისში, დგებუაძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები იწყება
საბურთალოს რაიონში, დგებუაძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები იწყება.
გამგებელი გაიოზ ვასაძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და ინფრასტრუქტურული პროექტი გააცნო. შეხვედრაზე არსებული პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
აღნიშნული ქუჩის მიმდებარედ გასულ წელს გვარამაძისა და ერისთავის ქუჩები მოწესრიგდა.
ამ ქუჩებზე რთული მდგომარეობა იყო, მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. აგრეთვე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მოაწესრიგა მიწისქვეშა კომუნიკაციები.