სოფელ დიღომში, ბრწყინვალეს ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება
სოფელ დიღომში, ბრწყინვალეს ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება.
საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე მოსახლეობას შეხვდა და პროექტი გააცნო.
პროექტის ფარგლებში, 7 300 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება.
აღნიშნულ მისამართზე კომპანია „ჯორჯიან უოეთერ ენდ ფაუერმა“ წყლის სისტემა განაახლა. ასევე, დედაქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა წყალარინების ქსელი მოაწყო.
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან დაფინანსებულია 900 000 ლარით.