ვაკის რაიონში, წყნეთის N2-2ა-ში წყალარინების შიდა ქსელი რეაბილიტირდება

ვაკის რაიონის გამგეობა ამხანაგობებთან თანამშრომლობას განაგრძობს. ამჯერად, წყალარინების შიდა ქსელი წყნეთის N2-2ა-ში რეაბილიტირდება.
სამუშაოების შედეგად, კანალიზაციის არსებული პრობლემა მოგვარდება, მიწისქვეშ მილები გამოიცვლება, დამონტაჟდება ჭები, რეაბილიტირებულ პერიმეტრზე კი ასფალტის საფარი დაიგება.
ორივე მისამართზე წყალარინების სისტემის მოწესრიგების პროექტის ჯამური ღირებულება 108 000 ლარს შეადგენს. ამავე ტერიტორიაზე წყნეთის N2-ის III სადარბაზოში ლიფტის რეაბილიტაციის პროექტიც დაფინანსდა.
წყალარინების ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი, დავით კვინიკაძე გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები