კაცი, რომელმაც მთელი ქალაქის ბედი საკუთარ თავზე აიღო – ამბავი კეთილ მილიონერზე
ამბობენ, რა სახელსაც დაარქმევ გემს, ზუსტად ისე გაცურავსო. მაგალითად, ვარდი ქრისტიანულად ქველმოქმედებას ნიშნავს, იუდაიზმში – სიღრმესა და ცხოვრების მრავალფეროვნებას. არის ერთი მილიონერი, რომელსაც ჰარის როზენი ჰქვია. თუკი მის ისტორია გაეცნობით, მიხვდებით, რაოდენ ზუსტად ასახავს მის ცხოვრებას მისივე გვარი.
ჰარისი დაიბადა და გაიზარდა ნიუ-იორკში, მანჰეტენზე. იქვე მიიღო განათლება და ჯარშიც წავიდა. ის სამი წელი ემსახურა საკუთარ ქვეყანას. დემობილიზაციის შემდეგ როზენმა კიდევ ერთი განათლება მიიღო, ამჯერად ვირჯინიის უნივერსიტეტში.
იგი ამერიკის სხვადასხვა შტატში მრავალი წელი მუშაობდა სასტუმროების ბიზნესში. 30 წლის ასაკში ჰარისი ფლორიდის შტატ ქალაქ ორლანდოში დამკვიდრდა, მოაგროვა 25 ათასი დოლარი და მოტელი იყიდა. ზუსტად აქ დაიწყო დიდი წარმატების ისტორია.
ქალაქის, როგორც ტურიზმის, სასტუმროებისა და სიმპოზიუმების ცენტრად განვითარებამ ჰარისს დიდი მოგება მოუტანა. მან სასტუმროების მშენებლობა განაგრძო, რათა ღირსეული კონკურენცია გაეწია ამ ბიზნესის გიგანტებისთვის. ჰარისი წარმატებული და ძალიან მდიდარი ადამიანი გახდა.
ერთხელ მას დაურეკეს ერთ-ერთი ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან, ტანჯელო-პარკიდან დაურეკეს. იქ 5 ათასი აფროამერიკელი ცხოვრობდა, რომელიც ნარკოტიკებსა და სიღარიბეში იყო ჩაფლული. მათ უკეთესი მომავლის იმედი არ ჰქონდათ.
მაშინ როზენმა გადაწყვიტა, საკუთარ თავზე აიღო ამ პატარა მუნიციპალიტეტის ბედი. მან საბავშვო ბაღის გადასახადები დაფარა, ხოლო სკოლადამთავრებულებს უნივერსიტეტისა და კოლეჯის საფასური გადაუხადა. ამის შედეგად სკოლადამთავრებულთა რიცხვი 25%-დან 100%-მდე გაიზარდა, დანაშაულის მაჩვენებელი კი, რაიონში ორჯერ შემცირდა.
ქველმოქმედმა 25 მილიონი დოლარი გადარიცხა ფლორიდის ცენტრალურ უნივერსიტეტში და დაწესებულებას მიწებიც შესწირა, რათა იქ მოქმედ კოლეჯებში სასტუმროების მენეჯმენტი განევითარებინათ.