ეკატერინე ტიკარაძე: დინამიკა სტაბილურია, თუმცა, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ თამამ გახსნით ღონისძიებებზე ვისაუბროთ

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეს კორონავირუსის დიაგნოზით სტაციონარში 3069 ადამიანი მკურნალობს, თავისუფალი კი 3700-მდე ადგილია.

მისივე თქმით, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 7300-მდე აქტიური შემთხვევაა.

„დღეს კორონავირუსის დიაგნოზით სტაციონარში 3069 ადამიანი მკურნალობს, თავისუფალი კი 3700-მდე ადგილია. დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 7300-მდე აქტიური შემთხვევაა. დინამიკა არის სტაბილური, თუმცა, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ამ ეტაპისთვის თამამ გახსნით ღონისძიებებზე ვისაუბროთ. აქედან გამომდინარე, ინტენსიური დისკუსიები მიმდინარეობს, თუ რა მიდგომა იქნება თანმიმდევრული და უსაფრთხო, რომ ეს დადებითი დინამიკა შევინარჩუნოთ”, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები