„თუკი ღმერთის გწამს, შეძლებ, რომ საკუთარ სხეულს დაეუფლო“ – ლეგენდარული მირინ დაჟო
ციურიხის ყველაზე დიდ საკონცერტო დარბაზ „კორსოში“ გამართული წარმოდგენის შემდეგ მის შესახებ მთელი ქალაქი საუბრობდა. ასისტენტი მას მკერდსა და ზურგში ხანჯლებს უყრიდა, მირინს კი, არანაირი რეაქცია არ ჰქონდა.
აი, ასე აღწერა წარმოდგენა მედიკოსი სტუდენტების წინ ერთ-ერთმა თვითმხილველმა:
„მირინ დაჟო, წელამდე შიშველი, ჩუმად იდგა შუა ოთახში. ასისტენტი ძალიან ჩქარა მიუახლოვდა მას და ხანჯალი გაუყარა, სადღაც თირკმელების მიდამოში. სამარისებური სიჩუმე იდგა. სტუდენტები და პროფესორები პირდაფჩენილები ისხდნენ, მათ საკუთარ თვალებს არ დაუჯერეს. ეჭვგარეშეა, ხანჯალი მას ზურგში გაუყარეს, ხანჯლის წვერი კი, მეორე მხარეს გამოვიდა – ყველაზე გასაკვირი ის კი არ იყო, რომ დაჟოს ხმა არ ამოუღია, არამედ ის, რომ მის სხეულზე წვეთი სისხლი არ გამოსულა“.
დაჟოს ნამდვილი სახელი არნოლდ გერიტ ჰენსკეა. ის როტერდამში 1912 წლის 6 აგვისტოს დაიბადა. ნოლი, როგორც მას მეგობრები უწოდებდნენ, გატაცებული იყო ხატვით და 20 წლის ასაკში არქიტექტორთა ჯგუფს გაუძღვა საპროექტო ბიუროში.
პატარაობასა და სიჭაბუკეში მირინს ბევრი უცნაურობა ემართებოდა. ერთხელ მან გარდაცვლილი დეიდის პორტრეტი დახატა, რომელიც სამხრეთ აფრიკაში ცხოვრობდა და მას არასდროს უნახავს. მირინმა პორტრეტი ისეთი სიზუსტით შეასრულა, თითქოს, დეიდა წინ ედგა.
ხშირად, გაღვიძებისას, აღმოაჩენდა, რომ მისი ხელები და თეთრეული საღებავებით იყო დასვრილი, ხოლო მის სამხატვრო სტუდიაში საშინელი ქაოსი სუფევდა. ის ძილში საკმაოდ კარგ ნახატებს ქმნიდა, გაღვიძებისას კი, არაფერი ახსოვდა.
დაჟოს ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა 33 წლის ასაკში. ზუსტად მაშინ გაიგო მან, რომ მისი სხეული ხელშეუხებელია. არნოლდმა სამსახური მიატოვა და ამსტერდამში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც კაფე-ბარებში დადიოდა და მომხმარებლებს მის დაჭრას სთავაზობდა. მალე მის შესახებ მთელი ქალაქი ალაპარაკდა.
სახელი არნოლდმა არა სარეკლამო მიზნებით შეიცვალა, არამედ იმიტომ, რომ მირინ დაჟო ესპანურად „გასაოცარს“ ნიშნავს.
დაჟო ექიმებმა არაერთხელ შეამოწმეს. 1947 წლის მაისის ბოლოს მირინმა საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირება ციურიხის საკონტროლო ჰოსპიტალში მოახდინა: წელს ზევით გაიხადა, შემდეგ ასისტენტმა მას ხანჯალი გულში, ფილტვებსა და თირკმელებში გაუყარა, მან კი, როგორც ყოველთვის, ვერაფერი იგრძნო და წვეთი სისხლიც არ დაუღვრია.
ჰიპნოზის ალბათობის გამოსარიცხად, მისთვის რენტგენი უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ მედიკოსებმა არ იცოდნენ, როგორ უნდა მიეყვანათ ის რენტგენის კაბინეტამდე – ვინაიდან საკაცეები არ იყო გათვალისწინებული ასეთი შემთხვევებისთვის. დაჟომ დაამშვიდა ისინი და უთხრა, რომ თავად მივიდოდა იქ, სადაც საჭირო იყო. სურათებმა ყველა ეჭვი გააქარწყლეს: ხანჯლებმა ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანო გაიარეს, მაგრამ არცერთი მათგანი არ დაუზიანებიათ.
რა თქმა უნდა, არ შეიძლებოდა იმის გამორიცხვა, რომ ხანჯლების გამოღების შემდეგ შინაგანი სისხლდენა დაიწყებოდა. ექიმები მზად იყვნენ ასეთი შედეგისთვის, მაგრამ როდესაც ხანჯლები გამოიღეს, დაჟოს სხეულზე ორი თითქმის უხილავი ლაქა დარჩა. შემდეგ მან ექიმები კლავ გააოცა და სხეულში ხანჯალგაყრილმა ადგილობრივ პარკს რამდენჯერმე შემოურბინა.
მიუხედავად იმისა, რომ თავად დაჟოს ხანჯალი არანაირ ზიანს არ აყენებდა, მაყურებლებს ხშირად გული მისდიოდათ და გონებას კარგავდნენ. ციურიხში გამართული წარმოდგენის დროს ხანჯალი დაჟოს ძვალს გამოედო და დარბაზის სამარისებურ სიჩუმეში ეს ხმა მაყურებელმაც გაიგო. შედეგად, ერთ-ერთ ქალბატონს გულის შეტევა დაემართა, რამდენიმეს კი, უბრალოდ, გული წაუვიდა. ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ დაჟოს დიდ დარბაზებში გამოსვლა აუკრძალეს.
ერთ-ერთ ინტერვიუში მირინ დაჟომ განაცხადა: „თუკი ღმერთის გწამს, შეძლებ, რომ საკუთარ სხეულს დაეუფლო.“
შვეიცარიაში გასტროლების დროს დაჟოს მოსთხოვეს, რომ მეტალის ნემსი ჩაეყლაპა, რომელიც შემდეგ ქირურგიული ჩაერევით უნდა ამოეღოთ. 1948 წლის 11 მაისს დაჟომ ჩაყლაპა ნემსი, რომელიც მის სხუელში 2 დღის განამვლოაბში იყო. 13 მაისს ოპერაცია წარმატებით ჩატარდა. 10 დღის შემდეგ დაჟოს ასისტენტი გრუთი სახლიდან აეროპორტში წავიდა, საკუთარი მეუღლის დასახვედრად. როცა შინ დაბრუნდა, დაჟოს ეძინა. გრუთმა იცოდა, რომ მისი მეგობარი ხანგრძლივად მედიტირებდა და როგორც თავად ამბობდა, სხეულს ტოვებდა. მან, ჩვევისამებრ, გაუსინჯა პულსი და დარმწუნდა, რომ გულისცემა ნორმაში იყო. დაჟო მომედვნო დღესაც არ ამდგარა საწოლიდან. ვინაიდან ის არასდროს ყოფილა ასეთ ხანგრძლივ ტრანსში, გრუთი აღელდა, მაგრამ დაჟო ისევ ღმრად სუნთქვდა და პულსიც ჰქონდა. მესამე დილას გრუთმა ისევ შეამოწმა მეგობრის ოთახი, მაგრამ დაჟოს უკვე პუსლი აღარ ესინჯებოდა. ის გარდაცვლილად 1948 წლის 26 მაისს გამოაცხადეს. გაკვეთამ აჩვენა, რომ აორტა გაუსკდა და ეს გახდა სკვდილის მიზეზი. ქირურგი, რომელმაც ნემსი ამოიღოი დ გრუთი, ამ დასკვას არ დაეთანხმნენ.
გრუთი თვლიდა, რომ მირინმა წინასწარ იცოდა საკუთარი სიკვდილის მოახლოების შესახებ, ვინაიდან ჰოლანდიიდან გამგზავრებისას მან თქვა, რომ ვეღარასდროს ნახავდა საკუთარ სამშობლოს.