ნიკა მელია: მიუხედავად ყველაფრისა, ოპოზიციამ უნდა გამოვნახოთ უნარი იმისა, რომ ერთმანეთს თავს არ დავესხათ
“კომუნიკაციამ, რომელიც ოპოზიციის სხვადასხვა პარტიას შორის წარიმართა სხვადასხვა ფორმა მიიღო, სამწუხაროდ. არ მინდა, რომ ამ არასასიამოვნო ურთიერთობების გამღრმავებელი გავხდე”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, ოპოზიციამ უნდა გამონახოს უნარი იმისა, რომ ერთმანეთს თავს არ დაესხან.
“კომუნიკაციამ, რომელიც ოპოზიციის სხვადასხვა პარტიას შორის წარიმართა, სხვადასხვა ფორმა მიიღო, სამწუხაროდ, არ მინდა, რომ ამ არასასიამოვნო ურთიერთობების გამღრმავებელი გავხდე. ვცდილობ, რომ ყველა დავშოშმინდეთ და მოვექცეთ ნორმალურ კალაპოტში. მიუხედავად ყველაფრისა, ოპოზიციამ უნდა გამოვნახოთ უნარი იმისა, რომ ერთმანეთს თავს არ დავესხათ. პრობლემის გაღრმავებას წინ არაფერი უდგას, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ურთიერთობა ნორმალიზდეს”, – განაცხადა მელიამ.