მსოფლიოში ყველაზე საშიში საფეხმავლო ბილიკი, საიდანაც წელიწადში 100 ადამიანი ვარდება

როგორი გემრიელიც  უნდა იყოს ჩინური ჩაი, ის მაინც არ ასოცირდება ადრენალინის აფეთქებასა და სიკვდილის შიშთან, მაგრამ ჰუაშანის მთამ ჩინეთში მოახერხა, გაეერთიანებინა ჩაი და ადრენალინი. ზუსტად აქ არის მსოფლიოში ყველაზე საშიში და სახიფათო საფეხმავლო ბილიკი, რომელზე ასვლითაც ტურისტები პირდაპირ ჩაის სახლში ხვდებიან, 2160 მეტრის სიმაღლეზე.

მთა ჰუაშანი ქრისტეს შობამდე მეორე საუკუნიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია დაოსებისთვის – მაშინ ამ მთის ძირში დაოსური ტაძარი იყო აშენებული და იმ დროიდან მოყოლებული მომლოცველები და მღვდლები მთაზე და მის შემოგარენში ცხოვრობენ. ძალიან სახიფათო ბილიკების ქსელი მათ საშუალებას აძლევს, მიაღწიონ მთის ხუთივე წვერს. თითოეულზე აშენებულია რელიგიური შენობა, მაგალითად, ჩაის სახლი. ეს ხუთივე წვერი ლოტოსის ფოთოლს გამოსახულებას ჰქმნის. როგორც ამბობენ, ამ მთიდან წელიწადში 100 ადამიანი ვარდება, მაგრამ ეს სულაც არ აშინებთ მძაფრი შეგრძნებების მოყვარულ ტურისტებს. აღნიშნულ ბილიკზე გავლის მსურველთა რიგი არასდროს წყდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები