ბრეჟნევისა და ნიქსონის გასეირნება Lincoln Continental-ით

1973 წლის 19 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 37-ე პრეზიდენტმა, რიჩარდ ნიქსონმა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს, ლეონიდ ბრეჟნევს Lincoln Continental-ი აჩუქა. ასეთი საჩუქრისთვის ფულის აღება აშშ-ის ბიუჯეტიდან არც ისე ადვილი იყო, ამიტომ ნიქსონმა, აღნიშნული თხოვნით, მსხვილ ბიზნესმენებს მიმართა.

თვითმხილველების თქმით, ბრეჟნევს საჩუქარი ძალიან გაუხარდა. ნიქსონი გვერდით დაისვა და ავტომობილი გააქროლა. დაცვის თანამშრომლები გაოცებულები იყვნენ. ერთ-ერთ მოსახვევში მანქანა მოცურდა, თუმცა, ყველაფერი კარგად დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები