თბილისის მეტრო 55 წლისაა – მნიშვნელოვანი მოვლენები მისი ისტორიიდან

თბილისის მეტრო, რომელიც ქალაქში გადასაადგილებლად ერთ-ერთ მთავარ სატრანსპორტო საშუალებას წარმოადგენს, დღეს, მუნიციპალური ავტობუსების პარკთან ერთად, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მმართველობაშია. ეს პოპულარული სატრანსპორტო საშუალება ყოველდღიურად 400-დან 450 ათასამდე მგზავრს ემსახურება. თუ რაოდენ მნიშვნელოვანი როლი აკისრია მეტროს დედაქალაქის სატრანსპორტო ქსელში, ამას ეს მონაცემებიც მოწმობს.

ყველაფერი კი 1950-იან წლებში დაიწყო. თბილისი, საკუთარი მდებარეობითა და ფორმით, არ იძლევოდა იმის საშუალებას, რომ სატრანსპორტო კომუნიკაციების დიდი ნაწილი მიწის ზემოთ განლაგდე

თბილისი საკუთარი მდებარეობითა და აქედან გამომდინარე ფორმით, არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ სატრანსპორტო კომუნიკაციების დიდი ნაწილი მიწის ზემოთ განლაგებულიყო. სწორედ ეს  გახდა ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რამაც თბილისში მეტროპოლიტენის იდეის განხორციელებას შეუწყო ხელი. 1951 წლის 29 სექტემბერს, ყოფილი საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს დადგენილებით, მეტროპოლიტენის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.

1952 წელს თბილისის მეტრომშენის სამმართველო ჩამოყალიბდა, 1953 წელს კი, გადასარბენი გვირაბებისა და პირველი შახტების მშენებლობა დაიწყო. მშენებლობას მოსკოვის მეტროს ერთ-ერთი მშენებელი, ინჟინერი შალვა დანელია ჩაუდგა სათავეში.

მეტრო ოფიციალურად 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა და 6 სადგურისაგან შედგებოდა („დიდუბე“, „ელექტროდეპო“ (შემდგომ „გოცირიძე“), „ოქტომბერი“ (შემდგომ „ნაძალადევი“), „სადგურის მოედანი“, „მარჯანიშვილი“ და „რუსთაველი“), ხოლო მისი სიგრძე 6.5 კილომტრს შეადგენდა. მეტროპოლიტენის ამოქმედება მართლაც  მნიშნველოვანი მოვლენა იყო არა მარტო ქალაქის ადმინისტრაციისათვის, არამედ მისი მოსახელობისათვისაც.

„მე, როგორც თბილისის მოტრფიალეს, უეჭველად მახარებს ქართული მეტროს დაბადება. გამოგიტყდებით, არც კი მჯეროდა, თუ კონკიდან მეტრომდე ასე მცირე დრო დაგვჭირდებოდა“ – ამბობდა ქართული თეატრისა და კინოს ლეგენდა ვასო გოძიაშვილი.

 მალე მეტროს ახალი სადგურები შეემატა და 1967 წლის 7 ნოემბერს „თავისუფლების მოედანი” (ძველი „ლენინის მოედანი“), „ავლაბარი“ (ძველი „26 კომისარი“) და „300 არაგველი“ გაიხსნა.

1971 წლის 10 მაისს გაიხსნა მეტროპოლიტენის კიდევ ორი სადგური: „ისანი“ და „სამგორი“.

1979 წლის სექტემბერში მეტროპოლიტენის მეორე ხაზმა დაიწყო ფუნქციონირება, რომელიც 5,8 კილომეტრის სიგრძის იყო და სადგურის მოედანს საბურთალოს რაიონთან აკავშირებდა.

შემდეგ, 1985 წლის 7 ნოემბერს „ღრმაღელე“ და „გურამიშვილი“, ხოლო 9 დეკემბერს „ვარკეთილი“ გაიხსნა.

ახალი საუკუნის საუკუნის დასაწყისში, 2000 წლის 3 აპრილს გაიხსნა სადგური „ვაჟა-ფშაველა”.

2005 წლიდან დაიწყო მეტროს ვაგონების სრულად განახლება. მოდერნიზაციის ფარგლებში, დაიწყო ვაგონების, როგორც კაპიტალური შეკეთება, ასევე თანამედროვე სისტემების ინსტალაცია, ძველი დეტალები შეიცვალა ახლით, მთლიანად შეიცვალა ვაგონის ინტერიერი, ექსტერიერს მიეცა თანამედროვე სახე, მემანქანის კაბინა აღიჭურვება თანამედროვე ტიპის მართვის პულტით, ძველი ტიპის მექანიკური, კონტაქტორული დეტალები შეიცვალა თანამედროვე სტანდარტების მიკროპროცესორული სქემებით აღჭურვილი კვანძებით.

2017 წლის 16 ოქტომბერს ოფიციალურად გაიხსნა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი  მეტროს სადგური „სახლმწიფო უნივერსიტეტი“.  აღსანიშნავია, რომ თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზის გაგრძელება უნივერსიტეტის მიმართულებით 1985 წელს დაიწყო, 1993 წელს მშენებლობა შეჩერდა და კონსერვაციის რეჟიმში გადავიდა. მუნიციპალური განვითარების ფონდმა, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, განაახლა დაკონსერვებული ინფრასტრუქტურა და დაასრულა მეტროსადგურის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში, აღდგა არსებული გვირაბები, საერთო სიგრძით 3.5 კმ. დასრულდა სადგურის მიწისქვეშა და მიწისზედა სამშენებლო სამუშაოები, გაკეთდა მეტროდან 4 ამოსასვლელი. ასევე, აშენდა „დელისი“ – „ვაჟა-ფშაველას“ მონაკვეთის მეორე გვირაბიც.

ახლახან თბილისის მეტროსადგურებზე მეტროს ძალოვანი კაბელები და გამნიავებელი სისტემა შეიცვალა. ეს მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც უკვე დასრულდა. ასევე, მოდერნიზაცია ჩაუტარდა ვაგონებს. ახლო მომავალში ახალი ვაგონების შესყიდვა იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები